სახელმწიფო ენის ნორმებისა და შესაბამისი კანონის დარღვევისთვის ჯარიმები გათვალისწინებული არ იქნება

სახელმწიფო ენის ნორმებისა და შესაბამისი კანონის დარღვევისთვის ადმინისტრაციული ჯარიმები გათვალისწინებული არ იქნება. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო ენის დეპარტამენტი უფლებამოსილი იქნება, სახელმწიფო ორგანოებს მხოლოდ სათანადო რეკომენდაციებით მიმართოს.
“სახელმწიფო ენის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს ჯერ კიდევ გასულ წელს წარედგინა, გადამუშავდა და პირვანდელ ვარიანტში ასახულ არაერთ სიახლეზე უარი ითქვა. კანონპროექტში ძირითადი აქცენტი ენის დაცვაზეა გაკეთებული. ამ მიმართულებით ჩადებული იყო მუხლები, რომელიც კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში გარკვეულ ადმინისტრაციულ სანქციებს ითვალისწინებდა. სანციების ნაწილი პროექტის გადამუშავებული ვარიანტიდან ამოღებულია. შეიცვალა სახელწიფო ენის გამოცდის ჩაბარებასთან დაკავშირებული მუხლებიც.
როგორც ამასთან დაკავშირებით “კვირას” პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის აპარატში განუმარტეს, თუკი პირვანდელი ვარიანტით ეს მოქალაქეობის მიღებას უკავშირდებოდა, ახლა ეს დღის წესრიგიდან მოიხსნა – ენის სახელწიფო გამოცდა აბსოლუტურად ნებაყოფლობითი იქნება და მას პირი მხოლოდ იმ შემთხვევაში აბარებს, თუკი ზოგადი განათლება საქართველოში არა აქვს მიღებული, ან უმაღლესი განათლება სახელმწიფო ენაზე არა აქვს მიღებული. გარდა ამისა, იცვლება ისიც, რომ სახელწიფო ენის მუდმივმოქმედი კომისია ცალკე ორგანო აღარ იქნება და ის ენის დეპარტამენტის ფარგლებში იფუნქციონირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები