ახალციხის რაიონში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია, – განუცხადა“კვირას“ სეისმოლოგიური ცენტრის უფროსმა ნინო თვარაძემ. მისი თქმით, საქართველოში 3 მარტს, ღამის 01.15 წუთზე ახალციხიდან ჩრდილო აღმოსავლეთით, სოფელ გურკელში მიწისვრა მოხდა. როგორც „კვირას“ ნინო თვარაძემ განუცხადა, მიწისძვრა 3, 1 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო და ადგილობრივ მოსახლეობას მიწისქვეშა ბიძგები არ უგრძვნია.