სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების პატარებისთვის თეატრ „ჭინჭრაქაში“ სპექტაკლი გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატ ლია ჯახველაძის ინიციატივით,საქართველოსა და ჩიკაგოს ქალთა საბჭოს წარმომადგენლობის და თბილისის ლიტერატურული მუზეუმის მხარდაჭერით, საბავშვო თეატრ „ჭინჭრაქაში“, ქვემო სამგორში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების პატარებისთვის სპექტაკლი „მზე ისევ ამოვა“ გაიმართა.
დეპუტატის განცხადებით, სპექტაკლით პატარები ძალიან კმაყოფილი დარჩნენ. მისივე თქმით იგი მომავალშიც აქტიურად აპირებს აღნიშნულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას და მსგავს პროექტებში მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები