რას წერდა ბორის ნემცოვი გარდაცვალებამდე სოციალურ ქსელში – უკანასკნელი სტატუსი

ბორის ნემცოვი გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე მოსახლეობას სოციალური ქსელის მეშვეობით ოპოზიციის მიერ დაგეგმილ მარშში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა და ხალხს კანონიერი უფლებებისთვის ბრძოლას სთხოვდა.
„ცენზურის მიუხედავად, მოსკოველების 27%-მა იციან, რომ მარინოზე გაზაფხულზე დაგეგმილი მარში მშვიდობიანი იქნება, 35% უკრაინასთან ომის შეწყვეტას უჭერს მხარს, 39% – კორუმპირებული მაღალჩინოსნების დაცვას და მათ წინააღმდეგ სასამართლოს ითხოვს, 25% დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება კანონის სახელით ქურდავს ბიუჯეტს, 20% რეგიონებისთვის ბიუჯეტის დაფინანსების გაზრდას უჭერს მხარს, 21% მხარს უჭერს, რომ მედიაზე ყველანაირი ცენზურა მოიხსნას და ოპოზიციას მიეცეს არჩევნებში სრულყოფილად მონაწილეობისა და საარჩევნო კამპანიის წარმართვის საშუალება. ეს ყველაფერი სამართლიანი მოთხოვნებია, და თუ ჩვენ გვინდა, რომ ისინი შესრულდეს 1 მარტს, მოსკოვის ცენტრში, მარინოზე გელით!“ – წერდა ნემცოვი. შეგახსენებთ, რომ ბორის ნემცოვი გუშინ ღამით ქუჩაში მოკლეს. რუსული პოლიტელიტა და საზოგადოება ეჭვობს, რომ ეს შეკვეთილი მკვლელობა იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები