როგორი ამინდია მოსალოდნელი გაზაფხულის პირველ დღეს – უახლოესი დღეების პროგნოზი
ხვალიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება. მოსალოდნელია ნალექი წვმის სახით. ამის შესახებ „კვირას“ ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, უამინდობა სამი დღე გასტანს, ჰაერის ტემპერატურა კი 15-17 გრადუსი იქნება.
„მარტის დასაწყისში წვიმები იქნება. უფრო მეტად იწვიმებს დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთში კი – შედარებით ნაკლებად. დასავლეთის ტერიტორიაზე ხვალიდან ტემპერატურა დაიკლებს, აღმოსავლეთში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება მოსალოდნელი არ არის, თუმცა წვიმები და სუსტი ქარი იქნება. უამინდობა 3 დღე გასტანს“, – განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.