მცხეთის N1 საჯარო სკოლაში ,,იმიტირებული გამოძიება” განხორციელდა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ორგანიზებით, მცხეთის N1 საჯარო სკოლაში პროექტი – ,,იმიტირებული გამოძიება” განხორციელდა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მოსწავლეებმა გამოიძიეს იმიტირებული სისხლის სამართლის საქმე, რა დროსაც ჩაატარეს სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მოწმეების დაკითხვა, ამოცნობა, დაკავება. უწყების ცნობით, ამავე პროგრამის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები გაეცნენ ექსპერტების საქმიანობას. კერძოდ, როგორ ხდება ექსპერტების მიერ შემთხვევის ადგილიდან კვლების აღება და მათი დამუშავება.
“აღნიშნული პროექტის მიზანია, მოსწავლეების მიერ დანაშაულთან ბრძოლაში საზოგადოების როლის გაცნობიერება, სამართლებრივი ცოდნის გაღრმავება და დანაშაულის პრევენცია”, – აცხადებენ პროკურატურაში. პროექტში მონაწილეობა მიიღო დამამთავრებელი კლასის 25-მა მოსწავლემ, რომლებსაც პროექტის დასრულების შემდგომ მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ სერტიფიკატები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები