სამართალდამცველებმა დაურეგისტრირებელი ხე-ტყის გადამამუშავებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის თანამშრომლებმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სოფელ თაიაში დაურეგისტრირებელი ხე-ტყის გადამამუშავებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.
კანონდარღვევით მოქმედი საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი ჯიშის მრგვალი ხე-ტყის მორებიც.
უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი ჯიშის ხე-ტყის მორების საერთო მოცულობა 20 კუბურ მეტრს შეადგენს.
მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანი დადგენა.
განხორციელდა სახერხი საამქროსა და უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის დალუქვა. აღნიშნული ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განაგრძობს პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას ხე-ტყის გადამამუშავებელი სახერხი საამქროების მიერ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დაცვის შესწავლის მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები