ნინო სუთიძე: გიორგი ქადაგიძე თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებდა

ნოშრევან ნამორაძის მეუღლის ნინო სუთიძის მტკიცებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებდა. ამის შესახებ სუთიძემ ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემაში “რეაქცია“ საუბრისას განაცხადა.

როგორც სუთიძემ აღნიშნა, 2012 წელს გიორგი ქადაგიძემ მისი უახლოესი ნათესავი, სწორედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, დაითხოვა სამსახურიდან.

“ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დღეს გააკეთა განცხადება, რომ ის არის აპოლიტიკური ფიგურა. როგორც ჩანს, მას დაავიწყდა და აუცილებლად უნდა შევახსენო, 2012 წელს პოლიტიკური ნიშით როგორ ათავისუფლება ხალხს სამსახურიდან. ამის დასადასტურებლად კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელება შემიძლია, ჩემი უახლოესი ნათესავი პირდაპირ დაიბარა და უთხრა, რომ მას განცხადება უნდა დაეწერა, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური შეხედულებები განსხვავდებოდა. შესაბამისად, საზოგადოებას სრული საფუძველი აქვს იფიქროს, რომ გიორგი ქადაგიძე მონაწილეობს ამ ყველაფერში. მან არაფერი გააკეთა ლარის გაუფასურების პროცესის შესაჩერებლად, ამას მას კანონი ავალდებულებდა“, – განაცხადა ნინო სუთიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები