ლადო სადღობელაშვილი: კახა კუკავას პოლიტიკურ ვერაგობას, როგორც ჩანს, დასასრული არ უჩანს

ახალგაზრდული ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის “ ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. „კვირა“ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„მოგეხსენებათ რამდენიმე თვის წინ პარტია „თავისუფალი საქართველოს “ ლიდერმა, კახა კუკავამ განცხადება გააკეთა პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით და არც საყვედური დაუკლია ქართველი საზოგადოებისათვის იმ 2%- ის გამო, რომელიც მან არჩევნებზე აიღო, ამავდროულად, არც დაყვედრება დავიწყებია რუსთაველზე ერთი-ორ აქციაზე მონაწილეობისა და მოხვედრილი „დუბინკებისთვის“. მინდა მისივე სიტყვები შევახსენო საზოგადოებას – „სულელი უნდა ვიყო, რომ აქ დარჩენაზე ვიფიქრო. “ ახალგაზრდა კაცმა „პოლიტიკოსმა “ ასეთი განცხადება გააკეთა, მას შემდეგ თვეები გავიდა, თუმცა არსადაც არ წასულა და ფულის შოვნასაც აგრძელებს, პოლიტიკური მაქინაციების ხარჯზე. რა გასაკვირია, რომ ამ პოროვნებას საზოგადოება არ ენდობა და ის 2 %- იც კი, რაც არჩევნებზე აიღო, დიდ შედეგად უნდა ჩათვალოს. თუმცა მის პოლიტიკურ ვერაგობას, როგორც ჩანს, დასასრული არ უჩანს და თავისივე განცხადებებით ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ უწყობს.
კუკავას ბოლოდროინდელ ერთი განცხადებასაც ვერ გამახსენებთ,რომელიც „ნაცებს“ ან აკრიტიკებდეს, ან აუგ კონტექსტში იხსენიებდეს, ან კიდევ მათ რაიმე საქციელს უწუნებდეს, სამაგიეროდ მე გაგახსენებთ უამრავ განცხადებას დღევანდელი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ!!! მექმნება გონივრული ვარაუდი, რომ ეს პიროვნება სწორედ „ნაციონალების“ ქურაზე ითბობს ხელს და სწორედ ამიტომაცაა, რომ ყბადაღებულად აკრიტიკებს ამჟამინდელ ხელისუფლებას ლარის გაუფასურების გამო. მაშინ, როდესაც პრაქტიკულად ლარი გამყარების პროცესშია. და ბოლოს, კახა კუკავა ის ვითომდა პოლიტიკოსია, რომელიც არ გაიკარა ბიძინა ივანიშვილმა, არ გაიკარა ნინო ბურჯანაძემ, არ გაიკარა ირაკლი ალასანიამ, თუმცა გაიკარა მიშამ!!! ადამიანს, რომელსაც გაემიჯნა ყველა, გარდა „ნაციონალი“ მაია ნადირაძეს შნირი, შალამბერიძისა… კუკავას თუ დაავიწყდა, ჩვენ არ დაგვიწყებია, სულ რაღაც 3-4 წლის წინ ქართველთ მოძულე ჟირინოვსკისთან და მირონოვთან, რომ დარბოდა!!! და წლების განმავლობაში იკვებებოდა პუტინთან დაახლოებული პირის ფულებით, კონკრეტულად კი ებრალიძის რუბლებით!!!
P.S. პროგრესულად მოაზროვნე ყველა პოლიტიკოსმა ჩაიგდო ენა ლარის საკითხში და ამან ახლა ამოიღო ენა, ალესილი ხმალივით – თითქოს „ვიღაცამ“ და სინამდვილეში კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ “დაავალა”, ახლა შენი დროაო”… არც მიკვირს მისი და „ნაცების“ კავშირი, მეტიც, ვიხსენებ, სულ რაღაც ერთი წლის წინანდელ ამბავს, კერძოდ კი, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებს. კუკავა- ნინუკა ბორჩხიძეს (გივია თარგამაძის ბავშვობის სიყვარული) პოლიტიკურ ტანდემს“, – წერს სადღობელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები