„კავკასიონის სინერგია“ დახმარებას ითხოვს – ორგანიზაცია დავალიანებას ვერ იხდის
არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიონის სინერგია“, რომელიც სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მუშაობს, დახმარებას ითხოვს. როგორც „კვირას“ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლიკა ბებურიძემ განუცხადა, ორგანიზაციას ოფისის ქირისა და კომუნალური გადასახადების ორი თვის დავალიანება აქვს, რის გამოც მათ ფართის გარეშე დარჩენა ემუქრებათ.
„ჩვენ ოფისის დაცლა გვიწევს, რადგან დღემდე არავის – არც სახელმწიფოს, არც ადამიანებს არაფერი არ დაურიცხიათ. ვეხმარებით მშიერ, ობოლ, სასოწარკვეთილ, დაავადებულ, სოციალურად დაუცველებს. დღემდე ჩემით ვიხდიდი ოფისის თანხას. უამრავი პროექტი გავაკეთე. ვეღარ შევძელი გადახდა და გვიწევს ოფისის დაცლა, რადგან ორი თვის დავალიანება გვაქვს. ღონისძიებების ჩატარებისთვის ძალიან ბევრი ვალი ავიღე და ვეღარ ვიხდი ქირის თანხას. მივმართეთ ძალიან ბევრს, მაგრამ უშედეგოდ. ფართის მფლობელი კერძო მესაკუთრე გვეუბნება, რომ დავცალოთ ოფისი“, – აცხადებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
ლიკა ბებურიძე დახმარებისთვის საზოგადოებას, ბიზნესმენებს და სახელმწიფოს მიმართავს. ბებურიძე ორგანიზაციის ოფისის დავალიანების დაფარვას ითხოვს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიონის სინერგია“ ახორციელებს საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, უმეთვალყურეო, შეზღუდულ შესაძლებლობათა მქონე პირთა, ღარიბი და ობოლი ბავშვების, მოხუცების, მარტოხელა დედების, უმწეო და სასოწარკვეთილი ადამინების ნებისმიერი დახმარებას – სულიერი და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
ორგანიზაციის საბანკო ანგარიში: GE63BG0000000346191900 საკონტაქტო ნომერი: 597 17 33 27