თეიმურაზ მურღულიამ “მწვანე ეკონომიკის” შესახებ ლექცია წაიკითხა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ საქართველოს უნივერსიტეტში “მწვანე ეკონომიკის” შესახებ ლექცია წაიკითხა. მინისტრის მოადგილემ სტუდენტებს სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტის “მწვანე ეკონომიკის” პრინციპები გააცნო და გარემოს დაცვის ფაქტორის გათვალისწინებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობაზე ისაუბრა.
„გარემოს დაცვის სამინისტროს მნიშვნელოვანი მიმართულება გარემოსდაცვითი განათლების გაძლიერებაა, რაც სტუდენტებთან აქტიურ თანამშრომლობას გულისხმობს. საქართველოში გარემოს კომპონენტის ნაწილში ცოდნის და შესაძლებლობების გაძლიერება ხელს შეუწყობს სტუდენტების მომავლის პროექტებზე სწორედ ორიენტირებას და ქვეყანაში თანამედროვე გარემოსდაცვითი პროფესიების დანერგვას.
საგანმანათლებლო ლექციებს სისტემატური სახე ექნება, რაც საზოგადოებაში გარემოსდაცვითი პრინციპების სწავლებას და გარემოსდაცვითი ჩვევების ცვლილებას შეუწყობს ხელს“, – აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები