ქართველი დიზაინერები პარიზის მოდის კვირეულზე

რამდენიმე დღეში ქართველ დიზაინერებს პარიზის მოდის კვირეული უმასპინძლებს. BENEXT PARIS -ის დამფუძნებლის სოფო ჭყონიას განცხადებით, მსოფლიო მოდის ინდუსტრიისთვის ქართველი დიზაინერების ამ კვირეულზე გამოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პარიზის Showroom-ის შემდეგ მათთვის წარმატების მიღწევის შესაძლებლობა ორმაგდება. მოდის დედაქალაქში ამ დროისთვის მსოფლიო მნიშვნელობის ვარსკვლავები და ცნობილი ადამიანები მოიყრიან თავს.
სოფო ჭყონიას მიერ შექმნილი პროექტი BENEXT PARIS პარიზში უკვე მეორედ ტარდება. ჭყონიას განცხადებით, პროექტს დიდი გამოხმაურება აქვს. მეორე სეზონზე მისი პარტნიორია ფრანგული კომპანია Be to see. მოდის კვირეულის ფარგლებში ასევე, რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრაა დაგეგმილი.
პარიზის მოდის კვირეული 3-დან 9 მარტის ჩათვლით გაიმართება. Showroom-ში ქართველი დიზაინერებიდან მონაწილეობას მიიღებენ: დავით სულიკაშვილი, სოფო გონგლიაშვილი, ლაშა მდინარაძე, აკა ნანიტაშვილი და ატელიე „კიკალა“.
BENEXT PARIS საერთაშორისო პროექტია და მის მიერ ორგანიზებულ Showroom-ში მონაწილეობას იღებენ დიზაინერები, როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს სხავადასხვა ქვეყნებიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები