„მაგთიკომი“ „ბილაინს“ უჩივის

შპს „მაგთიკომი“ შპს „მობიტელს“ („ბილაინი“) არასათანადო რეკლამის გამო უჩივის. კომპანიამ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას განცხადებით მიმართა. „მაგთიკომში“ მიაჩნიათ, რომ შპს „მობიტელის“, იგივე „ბილაინის“ 4G მომსახურების სარეკლამო რგოლი არასათანადოა და აზიანებს კონკურენტ კომპანიას.
„მაგთიკომი“ ითხოვს, რომ კომისიამ განიხილოს აღნიშნული საკითხი და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „მაგთიკომის“ განცხადება შპს „მობიტელის“ წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო და საკითხის არსებითი განხილვის სხდომა 2015 წლის 12 მარტს, 15:00 საათზე ჩანიშნა. სხდომა საჯაროა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები