ახმეტა–თელავი–ბაკურციხის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ახმეტა–თელავი–ბაკურციხის საავტომობილო გზის 9- კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა.
განხორციელებული სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ მოინახულა. სამინისტროს ცნობით, რეაბილიტირებული მონაკვეთი გურჯაანის ტერიტორიაზე იწყება და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის საავტომობილო გზის მიერთებაზე მთავრდება. პროექტის ფარგლებში აღდგა საგზაო საფარი, გაიწმინდა და შეკეთდა გვერდულები, კიუვეტები და მილები, მოეწყო ტროტუარები და განხორციელდა სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები.
„რეაბილიტირებული გზით კახეთის რეგიონის რამდენიმე სოფლის- ჭანდარის, ვეჯინის, კოლაგისა და ბაკურციხის მოსახლეობა სარგებლობს. განხორციელებულმა პროექტმა აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილებით გადაადგილება გააადვილა და მოძრაობა მეტად უსაფრთხო გახადა. სამუშაოებზე 65 ადგილობრივი მცხოვრები იყო დასაქმებული. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 5 მილიონ 444 ათასი ლარი შეადგინა“, – აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები