ქათმის ხორცში პათოგენები აღმოაჩინეს

სომხეთიდან იმპორტირებულ თურქული წარმოების ქათმის ხორცში პათოგენები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
“სომხეთიდან იმპორტირებული, თურქული წარმოების ქათმის გაყინული და მექანიკურად განცალკევებული ხორციდან აღებულ ნიმუშში შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს ვეტერინარებმა პათოგენები, მათ შორის სალმონელები აღმოაჩინეს, რაც დაუშვებელია. ინფორმაცია, შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, მიეწოდა სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს”, – აცხადებენ უწყებაში.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მავნებელი სურსათი განადგურებას ან უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას ექვემდებარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები