რუსეთის საგარეო უწყება: რუსეთი საქართველოს მესამე ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია
რუსეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე, გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ რუსეთი საქართველოსთვის მესამე ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. გუშინ, ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა პრაღაში გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის ურთიერთობები შეაჯამეს და განაცხადეს, რომ ორმხრივი სავაჭრო კავშირების მხრივ პოზიტიური დინამიკა ნამდვილად შეინიშნება. ერთ-ერთი მიზეზი კი ქართული პროდუქციისთვის, მათ შორის ღვინისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებისთვის რუსეთის ბაზრის გახსნაა.