სააკაშვილმა დაარწმუნა აშშ, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება სავალდებულოა
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თავჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა დაარწმუნა აშშ, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება სავალდებულოა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის სენატი მხარს უჭერს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ უკრაინას საზღვრების დასაცავად იარაღი მიაწოდოს. “ჯეო მიგრანტის” ინფორმაციით, აშშ-მ უკრაინას შესაძლოა, ლეტალური იარაღიც მიაწოდოს, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ ჯერჯერობით არ დასტურდება.