პრემიერი: მიმაჩნია, რომ ლართან მიმართებაში მართლაც ხელოვნურად იყო შექმნილი ისტერიკა
ლარის კურსს რაც შეეხება, ჩვენ გვჭირდება სიტუაციის ნორმალიზება და ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რათა ძალიან მალე გამოვასწოროთ მდგომარეობა, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა თემის კომენტირებისას.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ხელოვნურად შექმნილი ისტერიული ფონი სიტუაციას ამძიმებს. მანვე მოუწოდა ბანკებს, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუმსუბუქონ მდგომარეობა მოსახლეობას, რომელთაც სესხები დოლარში აქვთ აღებული.
“მთელი მთავრობა არის მობილიზებული, გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა ეროვნულ ბანკთან. მიმაჩნია, რომ მართლაც ხელოვნურად იყო შექმნილი ისტერიკა და გადაიქცა შოუების საკეთებელ თემად. ჩვენ გვჭირდება სიტუაციის სტაბილიზაცია და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ძალიან მალე გამოვასწოროთ სიტუაცია. დღეს მოვისმინე საქართველოს ბანკის ინიციატივის შესახებ, კარგი წინადადებაა და თუ სხვა ბანკებიც მიბაძავენ მას და ხალხს შეუმსუბუქებენ მდგომარეობას, მხარს დავუჭერთ მაქსიმალურად,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.