გიორგი თავდგირიძე: ვადამდელი და ნაჩქარევი არჩევნებისაგან რას ველოდებით?
ვადამდელი და ნაჩქარევი არჩევნებისაგან რას ველოდებით? გარდა ჭორებისა და ვარაუდებისა? – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი გიორგი თავდგირიძე წერს.
„რა მონაცემები გვაქვს, რომ ახალ არჩევნებში მონაწილეები უკეთეს პარლამენტს დააკომპლექტებენ? რაიმე მყარი პოზიცია არ მაქვს, მაგრამ რატომ იქნება ფორსმაჟორში შექმნილი პარტიები, პოლიტიკური კავშირები, ალიანსები და, რაც მთავარია, სიები იმაზე უკეთესი, ვიდრე არსებული? რატომ უნდა დავაჩქაროთ სუსტის შეცვლა გაურკვევლით”? – აღნიშნავს თავდგირიძე ფეისბუქზე.