ყოფილ „მის თურქეთს“ ერდოღანის შეურაცხყოფისთვის პატიმრობა ელოდება
„მის თურქეთი 2006“-ის ტიტულის მქონე, 26 წლის მერვე ბიუიუკსარაჩს ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეფ ტაეფ ერდოღანს შეურაცხყოფისთვის ორ წლმადე პატიმრობა ემუქრება. ამ ინფორმაციას „The Telegraph“-ი ავრცელებს. გოგონას ადვოკატის ემრე ტელდჯის სიტყვებით, სტამბოლის პროკურატურა მისი კლიენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. საქმე ეხება „ინსტაგრამში“ თურქეთის ჰიმნის პაროდიის „ბელადის პოემის“ განთავსებას.
გოგონამ სატირულ ჟურნალ „Uykusuz“-ში გამოქვეყნებული პაროდია საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, თუმცა შემდეგ წაშალა, რადგან ერთ-ერთმა მეგობარმა შესაძლო საფრთხის შესახებ აცნობა.
ბიუიუკსარაჩი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ტექსტი მას არ დაუწერია.
„მე უბრალოდ ჩემს გვერდზე განვათავსე ციტატა, რომელიც მე სასაცილოდ მომეჩვენა. მე პრეზიდენტ ერდოღანის შეურაცხყოფა არ განმიზრახავს“, – აცხადებს ემრე ბიუიუკსარაჩი.
როდის გამოაქვეყნა ბიუიუკსარაჩმა თავის გვერდზე ციტატა „ბელადის პოემიდან“, ამის შესახებ გამოცემა არაფერს წერს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ „მის თურქეთი“ იანვარში დააკავეს.