ბესელია ივანიშვილს ეთანხმება და ეროვნულ ბანკს პასუხისმგებლობის აღებას აკისრებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის მიერ ეროვნული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას იზიარებს.
ბესელია მიიჩნევს, რომ მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ეროვნულმა ბანკმა ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს. “ვფიქრობ, აქცენტები და ანალიზი სწორად არის დასმული ამ განცხადებაში, ეროვნული ბანკის როლი და მის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები არის მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი გადამწყვეტი სხვა ღონისძიებებთან ერთად. სხვა საჭირო ღონისძიებებზე ეკონომიკური გუნდი მუშაობს, მაგრამ პასუხისმგებლობის ის ნაწილი, რომელიც ეროვნულ ბანკს აკისრია, ცალსახა და ნათელია“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ქვეყანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის “უმოქმედობამ” მიიყვანა. როგორც ყოფილი პრემიერის სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები აშკარად ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს ქვეყანაში შექმნილ არასწორ მოლოდინებთან, სპეკულაციურ გარიგებებთან და აჟიოტაჟთან, რომლის შექმნასაც დიდი მონდომებით ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი “ექსპერტები”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები