ზურაბ აბაშიძე: რკინიგზაზე საუბარს აფხაზებთან არ ვაპირებთ
რკინიგზაზე საუბარს აფხაზებთან არ ვაპირებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ პრაღაში აფხაზეთის რკინიგზის თემაზე საუბრისას განაცხადა და განმარტა, რომ აღნიშნულ საკითხზე კარასინთან შეხვედრის ფორმატში ახალი არაფერი არ განხილულა.
”ადრეც გვსმენია მათი აზრი, რომ თუ საქართველოს მხარე დაინტერსებულია რკინიგზის ამ მონაკვეთის მოქმედებით, ჩვენ უნდა მივმართოთ აფხაზებს და მათთან მოვილაპარაკოთ. ჩვენი პასუხი ადრეც იყო და ახლაც არის ის, რომ ეს არის საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი რკინიგზა და ამ საკითხზე საუბარს აფხაზებთან არ ვაპირებთ,” – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.