გიორგი მარგველაშვილი აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის თემაზე ექსპერტებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის თემასთან დაკავშირებით ექსპერტებს ხვდება. შეხვედრაზე, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმართება, კონფლიქტურ რეგიონებში არსებული ვითარება და ამ მიმართულებით საქართველოს სამოქმედო გეგმა განიხილეს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ექსპერტმა თორნიკე შერაშენიძემ განუცხადა, განხილვის ერთ-ერთ მთავარი თემა იქნება რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს, ასევე, რუსეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული „ხელშეკრულებები“, ასევე, რუსეთ-საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის საკითხი.

საზოგადოება „ივერიის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ნიკა რურუას განცხადებით, შეხვედრა პრეზიდენტის ინიციატივით იმართება.

„პირადად მე ვიმსჯელებ ყველაფერ იმაზე, რაც მეჩვენება, რომ ამ წუთას ისე არ კეთდება, როგორც შეიძლება კეთდებოდეს. ვისაუბრებ საგარეო პოლიტიკის ლაფსუსებზე და გაშვებულ შესაძლებლობებზე და პასიურობაზე, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო იჩენს. შევეცდებით, ამ ყველაფერზე პრეზიდენტის შეხედულებები მოვისმინოთ და ჩვენი აზრით სწორი ნაბიჯების გადადგმა ვურჩიოთ“, – განაცხადა ნიკა რურუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები