„თავისუფალი დემოკრატები“ მინდია ჯანელიძის პარლამენტში მისვლას ითხოვენ

„თავისუფალი დემოკრატები“ თავდაცვის მინისტრის პარლამენტში მისვლას ითხოვენ. წინადადება ფრაქციის წევრებმა დღეს კიდევ ერთხელ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე დააყენეს. მათი განცხადებით, აუცილებელია, რომ კანონმდებლები ახალი მინისტრის ხედვებს დეტალურად გაეცნონ და აქტუალურ კითხვებზე პასუხები მიიღონ. “ჩვენ გვაინტერესებს ზოგადი ხედვა მინისტრის, თუ როგორ აპირებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ასევე გვაინტერესებს ნატოსთან თანამშრომლობის ინტენსიური პაკეტის იმპლემენტაციის გეგმები და თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე შიდა პროცესები”, – განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მინისტრი მზად არის, პარლამენტში გამოცხადდეს, ამ დრომდე კი მინდია ჯანელიძეს ხელი გადატვირთულმა გრაფიკმა შეუშალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები