„თავისუფალი დემოკრატები“ ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს

 

ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. აღნიშნული გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა დღეს კანდიდატთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

ერთსაათიან დახურულ სხდომაზე ნინო გვენეტაძემ მათ სასამართლო ხელისუფლების ეფექტურობასთან და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა და გეგმები გააცნო და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

ფრაქციის წევრები მიიჩნევენ, რომ ის მოსაზრებები, რაც გვენეტაძეს გააჩნია, სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას წაადგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები