უპილოტო საფრენი აპარატის მართვისთვის პარიზში „ალ- ჯაზირას“ ჟურნალისტები დააკავეს

ფრანგმა სამართალდამცველებმა, უპილოტო საფრენი აპარატის ლიცენზიის გარეშე მართვის ბრალდებით, ტელეკომპანია „ალ- ჯაზირას“ სამი ჟურნალისტი პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ერთი პირი უპილოტო საფრენ აპარატს მართავდა, მეორე ფოტოებს იღებდა, მესამე კი პროცესს აკვირდებოდა. მომხდართან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება. შეგახსენებთ, ორი დღის განმავლობაში პარიზში რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი დააფიქსირეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები