ლია ჯახველაძემ სამგორში ბაგა-ბაღის მშენებლობა მოინახულა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქვემო სამგორის მაჟორიტარმა წევრმა ლია ჯახველაძემ მუნიციპალიტეტის თავმჯდომარესთან გელა დავაძესთან და სამაჟორიტარო ბიუროს ხელმძღვანელთან ციცო სახვაძესთან ერთად მოსკოვის გამზირზე, მე-5 კვარტალში ბაგა-ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
ლია ჯახველაძის განცხადებით, მოსკოვის გამზირზე ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ბაგა-ბაღების ნაკლებობაა და მის მოსაგვარებლად, დეპუტატის შუამდგომლობითა და დედაქალაქის მერიის თანადგომით, 2014 წლის ოქტომბერში ახალი ბაღის მშენებლობა უკვე დაიწყო. როგორც საკრებულოს დეპუტატმა განაცხადა, საბავშვო ბაგა-ბაღში, რომელშიც 75-მდე ადამიანი დასაქმდება, სკოლამდელი განათლების მიღებას 500-მდე ბავშვი შეძლებს. ლია ჯახველაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბაგა-ბაღი ექსპლუატაციაში 2015 წლის აგვისტოში შევა.