ლარის გაუფასურება არ შეიძლება მხოლოდ ქადაგიძის ბრალი იყოს და მთავრობას არაფერი დააბრალო – ხუხაშვილი

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ საგანგებო განცხადებას ნაწილობრივ ეთანხმება. გია ხუხაშვილს მიაჩნია, რომ ლარის კურსის გაუფასურება გარკვეულწილად ეროვნული ბანკის დანაშაულია. თუმცა, ის რომ ყველაფერი ეროვნულ ბანკს დააბრალო, არასწორია.
„ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას ნაწილობრივ გავიზიარებ, ქადაგიძის პასუხისმგებლობის წილი ამ ყველაფერში ნაწილობრივ არის. თუმცა, ის, რომ ქადაგიძის ბრალია ეს ყველაფერი და სხვა არაფერ შუაში არ არის, ჩემი აზრით, არასწორია.
ქადაგიძის ინსტრუმენტები, ეს არის მოკლევადიანი ინსტრუმენტი, ანუ ეროვნულ ბანკს შეეძლო მოკლევადიანი რეზერვების გამოყენება, რომ პანიკა არ დაწყებულიყო. ის, რომ ბირჟაზე მოთხოვნა- მიწოდებაზე სერიოზული დისბალანსი აისახება, ეს არ არის ეროვნული ბანკის ბრალი. ეროვნულ ბანკს აქვს შესაძლებლობა, მხოლოდ მოკლევადიანი სტაბილიზაცია გააკეთოს. ამ მხრივ, ქადაგიძემ საუკეთესოდ არ იმუშავა და ეს პრეტენზია მის მიმართ შეიძლება იყოს. ის, რომ მხოლოდ ქადაგიძეა დამნაშავე და სხვა ყველა ანგელოზია, ჩემი აზრით, ობიქტურობას მოკლებულია.
ბიძინა ივანიშვილის განცხადება ნახევრად სიმართლეა. ვფიქრობ, ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილის სტილს საერთოდ არ ჰგავს. ვფიქრობ, მას ჰყავს ძალიან არაპროფესიონალი და არაკეთილსინდისიერი საკუთარი ექსპერტები, რომლებმაც ასეთი ანალიზი დაუდეს. ამ განცხადებით ჩანს, რომ ლარის დაცემის პროცესი მხოლოდ ეროვნული ბანკის ბრალი ყოფილა და მთავრობა არაფერ შუაშია, რაც არ არის ეს სწორი“, – აცხადებს გია ხუხაშვილი „კვირასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები