კენეტ იალოვიცი: უკრაინაში “ნაციონალების” დანიშვნამ შესაძლოა, პრობლემები შექმნას
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის კენეტ იალოვიცის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრების უკრაინაში ოფიციალურ ამპლუაში გამოჩენამ შეიძლება, არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ გარე სამყაროსთვისაც პრობლემები შექმნას, – ამის შესახებ მან “ამერიკის ხმის” ქართულ სამსახურთან საუბარში განაცხადა. მისივე თქმით, კიევმა საკუთარი საქმე თვითონ უნდა გააკეთოს.
“უკრაინა ცდილობს, რეფორმის პროცესის განმავლობაში დასავლეთში ნდობა მოიპოვოს. აქედან გამომდინარე, მე პრობლემა არ მექნებოდა, ეს ადამიანები მრჩევლებად რომ მიეწვიათ. “ნაციონალური მოძრაობის” წევრების უკრაინის ოფიციალურ ამპლუაში გამოჩენამ შეიძლება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ გარე სამყაროსთვისაც პრობლემები შექმნას… ჩემი აზრით, კიევს არ სჭირდება საქართველოს შიდა პოლიტიკის უკრაინაში შეტანა. მათ საკუთარი საქმე თვითონ უნდა გააკეთონ. გარედან მიღებულ დახმარებას მხოლოდ მრჩევლების ფორმა უნდა ჰქონდეს”, – აღნიშნავს დიპლომატი.