რას აცხადებენ მამის მკვლელის შესახებ მეზობლები – ან კი იყო მისი შვილი?

თელავის რაიონის სოფელ იყალთოში მომხდარი მკვლელობის შესახებ ადგილობრივები საუბრობენ. მამის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის მეზობლის ეთერ შათირიშვილის განცხადებით, მამა-შვილი ხშირად ჩხუბობდა. კიდევ ერთი მეზობელი კობა არსენიშვილი კი ამბობს, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირი ალკოჰოლურ სასმელს ხშირად სვამდა, მოკლულის შესახებ კი აღნიშნავს, რომ შრომისმოყვარე ადამიანი იყო. „მშრომელი კაცი იყო. რაც ამან ჩაიდინა, ეს არის სირცხვილი. ცემაში მოუკლავს. ლოთი იყო, ან კი იყო მისი შვილი?“, – ამბობს არსენიშვილი.
თელავის რაიონის სოფელ იყალთოში მამის მკვლელობის გამო მამაკაცი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, მამას – 1939 წელს დაბადებულ ჯიმშერ ა-ს ცემისას სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ჯიმშერ ა. ადგილზე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები