თბილისი საერთაშორისო პროექტ Morgenstadt City Challenge-ში ჩაერთვება

“მომავლის ქალაქი” – ასე ეწოდება პროექტს, რომელიც ქალაქებს შორის მასშტაბურ კონკურსს გულისხმობს. თბილისის მერიის ცნობით, პროექტს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს. ქალაქებს, რომლებიც ურბანული გამოწვევებისათვის მზადყოფნას გამოთქვამენ, კონკურსში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ.
„აღნიშნულ კონკურსში თბილისის არქიტექტურის სამსახურმა მონაწილეობა 2014 წელს მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ თბილისს წილად მესამე ადგილი ხვდა, ქალაქისადმი დიდი ინტერესის გამო ჟიურიმ მიიღო გადაწყვეტილება, თბილისი „მომავლის ქალაქების“ ქსელში ჩაერთო. ჟიურის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (KFW), რომლებმაც პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღეს. ამ ეტაპზე თბილისსა და გერმანულ მხარეს შორის საბოლოო საკითხების შეთანხმება მიმდინარეობს, ხოლო პროექტი სტარტს გაზაფხულიდან აიღებს. თბილისის ახალი ურბანული განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც თბილისი პირველი „მომავლის ქალაქი“ იქნება რეგიონში“, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები