უკრაინა გმობს რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერას

რუსეთსა და თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
უკრაინა მტკიცედ გმობს რუსეთსა და თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის (ცხინვალის რეგიონი, საქართველო) „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების ხელმოწერას და თვლის, რომ ეს არის ევროპის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალადობრივი შეცვლის მორიგი მცდელობა.
“საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ანექსია და უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე აგრესია უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, ძირს უთხრის სტაბილურობას აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვის რეგიონებში, წარმოადგენს საფრთხეს სრულიად ევროპისათვის და იწვევს ათასობით ადამიანის დაღუპვას.
უკრაინა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საერთაშორისო ურთიერთობებში რევიზიონიზმის მიზანმიმართული პრაქტიკა, უკანონო ფსევდოწარმონაქმნების პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერა და დაუბრუნდეს გაერო-ს წესდების, ჰელსინკის შემაჯამებელი აქტის, ახალი ევროპისთვის პარიზის ქარტიის მკაფიო შესრულებას. უკრაინა ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრების ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის პატივისცემას და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, არ დაუშვას ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის (საქართველო) ანექსია რუსეთის მიერ“,-აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. http://e.gov.ge/pAtqR

11004508_348104545395735_165078291_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები