პრემიების შესახებ კანონი შესაძლოა, პარლამენტში განსახილველად დაბრუნდეს
„პრემიებისა და დანამატების შესახებ” კანონი შესაძლოა, პარლამენტში განსახილველად დაბრუნდეს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები საუბრობენ. „გაუგებარია, როდესაც ამას რუტინული სახე აქვს. 106-ათასლარიანი პრემია ჯამურად ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ამას ერთჯერადად არ აიღებდა”, – აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების” თავმჯდომარის მოადგილე თინა ხიდაშელი. საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე კი მიიჩნევს, რომ მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით, აუცილებელია, პრემირების სისტემა მოწესრიგდეს.