ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველო არის ევროპული კულტურის და ღირებულებების ქვეყანა, ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ამ მიმართულებით რიგის სამიტზე ძალიან კონკრეტული შედეგების დემონსტრირება იქნება, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელებას. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს სურვილია, იყოს წარმატების მაგალითი რიგაში დაგეგმილ სამიტზე.
“შეხვედრისას განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს განსაკუთრებული როლი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კანონის უზენაესობის, რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოების საქმეში. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა სამხრეთის დერეფნის ფუნქციონირების მნიშვნელობას. შეხვედრაზე, ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებად შეფასდა რუსეთის ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ევროკავშირი გამოხატავს მზაობას, უსაფრთხოების გამოწვევების კუთხით საქართველოს მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები