დავით ნარმანია: ვიცე-მერის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ვიცე-მერ, ალექსანდრე მარგიშვილის შემცვლელთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.
როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ალექსანდრე მარგიშვილის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდება პოზიცია, მოხდება ახალი ვიცე-მერის წარდგენა.
ცნობისთვის, თბილისის ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი მერის მოადგილის მოვალეობებს აღარ შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები