შსს-ს მომსახურების სააგენტოს მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის დელეგაცია ეწვია
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მოლდოვის რესპუბლიკის სასაზღვრო პოლიციის დელეგაცია ეწვია. შსს-ს მომსახურების სააგენტოს ცნობით, სტუმრებმა სააგენტო დაათვალიერეს, მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ახალ 3D ფორმატის ბილეთებს გაეცნენ და სანომრე ნიშნების ბეჭდვისა და ავტომობილების დათვალიერების პროცედურას დაესწრნენ. სასაზღვრო პოლიციის ეროვნული საკოორდინაციო ცენტრის თანამშრომელმა ალექსანდრ ლარიონოვმა მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ელემენტები გაიარა და გამოცდის პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. მოლდოველმა სტუმრებმა ასევე მოისმინეს მცირე პრეზენტაცია მომსახურების სააგენტოში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმების შესახებ.