ნუკრი ქანთარია: ჩვენს ფრაქციაში ნინო გვენეტაძის მიმართ დადებითი განწყობაა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ნინო გვენეტაძის შანსებზე ისაუბრა. დეპუტატის განცხადებით, ნინო გვენეტაძის მიმართ ფრაქციაში ძალიან დადებითი განწყობაა, თუმცა ოფიციალურად საერთო პოზიციაზე უმრავლესობა ჯერ არ ჩამოყალიბებულა.
„ქალბატონ ნინოს მიმართ განწყობა ძალიან დადებითია ამას მოსახლეობაც გრძნობს. კომიტეტებმა მას მხარი დაუჭირეს, ფრაქციაშიც საერთო განწყობა მის მიმართ საკმაოდ დადებითია, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილებაზე არ შევჯერებულვართ. პროცესი ჯერჯერობით ძალიან დადებითად, ნინო გვენეტაძის სასარგებლოდ მიდის. მომავალ კვირას ალბათ მისი მოსმენაც მოხდება“,- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.