„სპექტრში “ ჩარიცხვის მსურველთათვის რეგისტრაცია მიმდინარეობს
საზოგადოებრივი კოლეჯ „სპექტრში “ ჩარიცხვის მსურველთათავის რეგისტრაცია მიმდინარეობს. კოლეჯში სწავლება ხორციელდება 25 პროფესიულ პროგრამაზე. რეგისტრაცია 10 თებერვალს დაიწყო და 5 მარტის ჩათვლის გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს პირველად საფეხურზე ჩარიცხვის მსურველ აპლიკანტთა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტებისათვის 17 პროფესიულ პროგრამაზე.
რეგისტრაციისათვის საჭიროა მხოლოდ პირადობის მოწმობა ან დაბადების მოწმობა (იმ შემთხვევაში, თუ მსურველი არასრულწლოვანია), გაიცემა სახელმწიფო დიპლომი! კოლეჯში არსებული ყველა პროგრამის გავლის შემდეგ გაიცემა პროგრამის შესაბამისი კვალიფიკაციის ორენოვანი სახელმწიფო დიპლომი.
საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ წარმოადგენს მრავალპროფილიან საზოგადოებრივ სასწავლებელს. კოლეჯი ლიდერია საქართველოში სამშენებლო და ეკოლოგიური მიმართულების სპეციალისტების მომზადებაში. კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობს მსხვილ, წამყვან ქართულ და უცხოურ კომპანიებთან, კოლეჯს ჰყავს უმაღლესი კვალიფიკაციის პედაგოგები, პროფესიული სტუდენტებისათვის არ არსებობს ასაკობრივი ზღვარი, ყველა პროგრამა ხორციელდება სახელმწიფო დაფინანსებით. კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი მაღალია და ყოველწლიურად იზრდება. კოლეჯში სწავლა ხორციელდება სახელმწიფო დაფინანსებით, ყოველი პროგრამის გავლის შემდგომ პროფესიული სტუდენტი გაივლის პრაქტიკას სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებსა და ორგანიზაციებში, წამყვან უცხოურ და ქართულ კომპანიებში.