თბილისში, 180-ე საჯარო სკოლაში ევაკუაცია განხორციელდა

თბილისში, 180-ე საჯარო სკოლაში გამნაღმველები მუშაობენ.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სკოლაში ბომბის შესაძლო არსებობის შესახებ შეტყობინება „112“-ში შევიდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა სკოლიდან პედაგოგოებისა და მოსწავლეების ევაკუაცია განახორციელეს.
“კვირას“ ინფორმაციით, ბომბის არსებობის შესახებ უცნობმა პირმა სკოლაში დარეკა.
სამართალდამცველების მიერ მიმდინარეობს იმ პირის ვინაობის იდენტიფიცირება, რომელმაც სკოლაში სატელეფონო ზარი განახორციელა.
ცნობისთვის, შარშან, შსს-მ შესაბამის კანონში ცვლილებები განახორციელა და ცრუ შეტყობინებასთან დაკავშირებული მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა გაამკაცრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები