დავით სერგეენკოს მოადგილემ თანამდებობა დატოვა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით ლომიძემ თანამდებობა დატოვა. როგორც “კვირას” ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს, მინისტრის მოადგილემ დაკავებული თანამდებობა გუშინ, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
უწყებაში ამ დრომდე არ აკონკრეტებენ, თუ ვინ დაიკავებს დავით სერგეენკოს მოადგილის პოსტს.
დავით ლომიძე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ 2007 წლიდან მუშაობდა.