თამარ ბერუჩაშვილი: სიტუაცია რთულია, თუმცა ჩვენი ინტერესების დასაცავად უნდა ვიმუშაოთ

საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა საკმაოდ რთულია, თუმცა საქართველომ უნდა გამონახოს გზები თავისი ინტერესების დასაცავად.
მინისტრის განმარტებით, პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მოლაპარაკებებს ოთხთვიანი პაუზა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. მოკავშირეობის ხელშეკრულების გაფორმებიდან გამომდინარე ჰქონდა. “პაუზა იყო სწორედ იმის გამო, რომ რუსეთმა გადადგა ეს ნაბიჯი, მაგრამ სიტუაცია არ შეიცვალა და არც შეიცვლება.
სიტუაცია იქნება რთული, შეიძლება კიდევ უფრო რთული, მაგრამ ჩვენ უნდა გამოვნახოთ გზები, ვიმუშაოთ ჩვენი ინტერესის დასაცავად, თუნდაც ამ რთულ გარემოში”,-განაცხადა ბერუჩაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ზურაბ აბაშიძის და გრიგორი კარასინის შეხვედრის მთავარი თემა, რომელიც დღეს გაიმართება, საქართველოსა და რუსეთს შორის 2011 წელს დადებული ხელშეკრულება იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები