დიმიტრი ლორთქიფანიძე ხელისუფლებას მოლაპარაკებებს მოაზროვნეთა ნაცვლად ბურჯანაძესთან ურჩევს

სახელისუფლებო გუნდის მოაზროვნეებთან მოლაპარაკებას „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე უარყოფითად აფასებს. როგორც მან საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, მმართველმა გუნდმა კონსულტაცია და დიალოგი არა მოაზროვნეებთან, არამედ ნინო ბურჯანაძესთან უნდა გამართოს. „მოაზროვნეების გამო ვინმეს მიჩნევა რესურსად პოლიტიკაში, აბსურდულია.
გამოცდილება პოლიტიკაში ერთ -ერთი განმსაზღვრელია იმისა, რომ სასარგებლო კონტაქტებით, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით სწორად შეფასდეს. ამ მხრივ, ვფიქრობ, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე თავისი გამოცდილებით ქართულ პოლიტიკაში ერთ-ერთი მძიმეწონოსანია. ქვეყნის მდგომარეობიდან და ჩიხიდან გამოყვანა ამ ხელისუფლების ვალდებულებაა და სწორედ ამის გამო ისინი სწორედ ნინო ბურჯანაძეს უნდა ესაუბრონ.
ქალბატონი ნინო ის პოლიტიკოსია, რომელიც თავისი ქვეყნის მდგომარეობიდან გამოყვანის გზაზე ნებისმიერ პიროვნულ მსხვერპლს მიმართავს. როგორც მინიმუმ, ასეთ პოლიტიკოსთან საგარეო პოლიტიკის კუთხით კონსულტაციის მიღება ხელისუფლების ვალდებულებაც კი არის“,- განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები