უნალექო და წვიმიანი დღეები – ამინდის პროგნოზი

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე თვის ბოლომდე უნალექო ამინდები შენარჩუნდება – ამის შესახებ “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
მისი თქმით, მარტის დასაწყისში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი. მაღალ მთაში მოთოვს, ბარში, ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით.
„28 თებერვლის ჩათვლით საქართველოში უნალექო ამინდები შენარჩუნდება, დასავლეთ საქართველოში აღმოსავლეთთან შედარებით მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი – იქ დაბლობში ჰაერი 20-23 გრადუსამდე გათბება. აღმოსავლეთ საქართველოში კი ჰაერის ტემპერატურა 12-14 გრადუსს მიაღწევს. პირველი მარტიდან მომდევნო დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. ცალკეულ რაიონებში და ასევე დედაქალქში მცირე წვიმაა მოსალოდნელი“, – განუცხადა “კვირას“ დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები