ხანძარს გარდაბანში 3 ადამიანის, მათ შორის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარში ხანძარს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა, ხანძრის შედეგად ერთსართულიანი ხის სახლი მთლიანად დაიწვა. ადგილზე გამოძახებული იქნა რუსთავის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ორი ბრიგადა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულ მეხანძრეებს სახლი მთლიანად ცეცხლის ალში გახვეული დახვდათ. წინასწარი ცნობით, ხანძრის ადგილზე აღმოჩენილი იქნა სამი გვამი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე დაწყებულია მოკვლევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები