სერჟანტები ოჯახის წევრებთან ერთად მარჯანიშვილის დრამატულ თეატრში იმყოფებოდნენ

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის პირადი შემადგენლობა და სასწავლო კურსების მსმენელები, ოჯახის წევრებთან ერთად, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში იმყოფებოდნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სერჟანტებთან ერთად, თეატრში გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ბესიკ ხატიაშვილი და სამხედრო წვრთნებისა და განათლების სარდლის მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე დაესწრნენ. მათ რეჟისორ ლევან წულაძის ისტორიულ-პატრიოტული ჟანრის სპექტაკლი “ქაქუცა ჩოლოყაშვილი” ნახეს. მსახიობებმა სცენაზე XX საუკუნის საქართველოს პოლიტიკური ვითარება გააცოცხლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები