თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოებია.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამგორის რაიონში – მოსკოვის გამზირის, მშენებელთა დასახლების, ნავთლუღის II დასახლების, ქაიროსა და ქინძმარაულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.
პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონში – ვაჟა-შაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, დიღმის სასწავლო მეურნეობისა და სამხედრო გზატკეცილის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რკინიგზისა და ასკურავას ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.