შს მინისტრი ევროკავშირის წევრი–ქვეყნების ელჩებს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ტომაშ პერნიცკის, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რუდოლფ მიხალკას, უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ შანდორ საბოს და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩ ალექსანდრა ჰოლ ჰოლის შეხვდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის, სამართალდაცვით სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. მინისტრი ელჩებს ესაუბრა შსს–ში გატარებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ, საპოლიციო სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, ურთიერთსასარგებლო და შედეგებზე ორიენტირებული გახდება.
შეხვედრებისას, თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე საუბრისას, მინისტრმა ხაზი გაუსვა პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას ევროინტეგრაციის, კერძოდ კი ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები