ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის ვიცე- მარშალს შეხვდა
საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის ვიცე-მარშალთან, ელჟბიეტა რაძიშევსკასთან შეხვედრა გამართა. პოლონეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილეს ორმხრივი ურთიერთობები, სამომავლო გეგმები და სხვა აქტუალური საკითხები. სეიმის ვიცე მარშალმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პოლონეთის განუხრელი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.