საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებზე აღმართული ეროვნული დროშები დაუშვეს

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებზე აღმართული ეროვნული დროშები დაუშვეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული დროშა მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში – საელჩოებსა და გენერალურ საკონსულოებში დაეშვა.
“1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით ეროვნული დროშები დაუშვეს. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული და საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები ეშვება. აღნიშნულ აქციას საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობები ყოველ წელს უერთდებიან”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები