„ე.წ. წითელი ხაზები, რომელიც ასევე მოიცავს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, არ გადაიხედება”

ე.წ. წითელი ხაზები, რომელიც ასევე მოიცავს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, არ გადაიხედება, – ამის შესახებ ბრიუსელში მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ განაცხადა. დონდუას თქმით, უწყების ამოცანაა, არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველყოფა. ”
წითელი ხაზი, ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის ჩვენი სუვერენიტეტი, ეს არის ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანი. ამის გვერდზე გადადება გამორიცხულია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ამოცანა, არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველყოფაა. ამ მიმართულებით როგორც ვმუშაობდით, ასევე გავაგრძელებთ მუშაობას”,- განაცხადა დონდუამ.
ცნობისათვის, ბრიუსელში დღეს, ელჩების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა იმართება. სხდომაში საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები